მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული ინტერესია, ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ოთხ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად. ათი წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწოდებდნენ პრორუსებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია გამოდის ისეთი მოწოდებებით, რომლებიც მიმართულია ამ ოთხის ხუთად გახდომისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი წითელი ხაზი არ აქვთ.

„დღესაც ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს და ეს ოთხი არ გახდეს ხუთი. ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ინტერესი. როდესაც ოპოზიცია გამოდის ისეთი მოწოდებებით, რომლებიც მიმართულია ამ ოთხის ხუთად გახდომისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი წითელი ხაზი არ აქვს მათ შორის ისეთი წითელი ხაზი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს საერთო ეროვნულ ინტერესებთან. როდესაც შენ ცდილობ, რომ ხელოვნურად შეუშალო ხელი არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.