მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი

„კორუფცია „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს“, - ამ სიტყვები ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას. 

„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ. 2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს. ფაქტია, რომ კორუფციით შეიძინა ის ქონება რაც აქვს. მაგრამ დაიჭირეს სულ სხვა რამის გამო. ესაა სევდა ჩვენი ქვეყნის და „ქართული ოცნების“ რეალური სახეც. კორუფცია „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს. ეს მინდოდა მეთქვა ბატონ გოგაშვილზე“, - წერს ალეკო ელისაშვილი. 
 

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა“ - ნინო გოგაშვილი

👉 იარაღზე დაადებინეს ხელი, საქმე შეუკერეს მამაჩემს - ნიკოლოზ გოგაშვილი

👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე

👉 „გოგაშვილის დაკავება არის შურისძიება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვიტა ემხილებინა რეჟიმი“ - ნიკა მელია