პოლიტიკა

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში“- გიორგი გახარია

გიორგი გახარია
1633359686
დაკოპირებულია

„ჩვენს ამომრჩეველს ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ რომელიმე პარტიას დაუჭირონ მხარი“, - აღნიშნულის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „პარტია - საქართველოსთვის“ მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მითითებით იმ მიზნით, რომ არსებულ ორ პოლიტიკურ ძალას არ მისცეს საშუალება რადიკალიზაციისა და უსამართლობის დამკვიდრების.

„ჩვენი ამომრჩეველი გონიერია, რომელმაც ჩვენი მხარდაჭერით აღნიშნა, რომ წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, თუ რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი, მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ მათ ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას და იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში.

მე ვასრულებ ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქეების მითითებებს განსაკუთრებით ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით ძალაუფლების კონცენტრაციის, რადიკალიზაციის იმ უნამუსო გაყალბების და ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ხმების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც სამწუხაროდ, ამ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უმრავლესობას მივეცით საშუალება დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიტინგი მოეწყო და იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდით ეჯდეს იმ ყოფილ პრეზიდენტს, დღეს აქციას აწყობს.

ჩვენი ამომრჩეველი გონიერია და მე მათ არ ვეტყვი, თუ ვის მისცეს ხმა მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ხმა, ეს ნიშნავს, რომ მათ მისცეს ხმა როგორც „ოცნების“ ლტოლვას, ძალაუფლება შეინარჩუნოს ძალადობით ქვეყანაში, ასევე „ნაცების“ სურვილს, ძალადობით მოაწყოს რევანში.

ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა მათთვის მიუღებელია „ოცნების“ დაუოკებელი ჟინი, რომ ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ასევე, „ნაცების ცირკი“ და „მასკარადი“, რომელიც მოაწყვეს იმისათვის, რომ რევანშის უფლება ჰქონდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“ - აშშ-ს საელჩო

✔️„დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

კორონავირუსის ახალი შტამი

„ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება. 
1638188040
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 
1638197079
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხზე ისაუბრა. 
1638194905
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ონლაინ ფორმატში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუესა და რეგიონულ ატაშეს გილენ ვიდალ ჟიროს შეხვდა. შეხვედრაზე კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე  იმსჯელეს.
1638194191
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი: ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიც...

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ საუბრისას.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.01 თეთრი შეადგინა.
პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყარო...
ბექა არჩვაძე, ერთ-ერთია იმ 11 სტუდენტიდან, „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ პირველ ნაკადში რომ მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.
ეს კაცი არაფერს ნანობს, არცერთი შეცდომა არ აქვს გაანალიზებული და საერთ...
„ამ გამოსვლას არაფერი ჰქონდა საერთო პატიების თხოვნასთან, მონანიებასთან, ან შეცდომების რეალურ გაანალიზებასთან. არაფერია იმაზე ცინიკური, სააკაშვილისგან მოისმინო, რომ თურმე, „არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და თურმე ეს ყველაფერი პიარისთვის მოგონილი ამბავია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.