მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესშია, 12 პუნქტი ისე შესრულდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ხათუნა სამნიძე 

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების შესახებ ისაუბრა. 

ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პარტნიორების ინიციატივით შედგა.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორები ყურადღებით ადევნებენ თვალს 12 პუნქტის შესრულების პროცესს. 

სამნიძე აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესში 12 პუნქტი ისე უნდა შესრულდეს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

„შეხვედრა შედგა ჩვენი პარტნიორების ინიციატივით, ბუნებრივია, მათ აინტერესებთ და ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს, როგორ მიდის პროცესი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების ინტერესშია, რომ 12 პუნქტი ისე შესრულდეს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

ამიტომ, ამ პროცესში ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა აქტორს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს. რა თქმა უნდა, ისინი თავისი მანდატის ფარგლებში ხელს შეუწყობენ იმას, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, აქტიური, ინკლუზიური და ჩართული იყოს მათ შორის, ექსპერტები. 

ამ შეხვედრის შესახებ ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ძირითადი მიმართულება იყო მათთვის საინტერესო, ჩვენ, ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ როგორ ვხედავთ ამ პროცესს. 

მათი მხრიდან კითხვა არის, რატომ ვუყურებთ პროცესს ასე კრიტიკულად. ის რის შესახებაც მე ვსაუბრობ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაგვაცნო ჩვენ და არც საზოგადოებას როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა არის მექანიზმი, ვინ არიან მონაწილეები და როგორია პროცესი მთლიანობაში. 

ეს უნდა იყოს გაწერილი, შეთანხმებული და კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. დღეს რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ Isfed-თან დაკავშირებით, არის დასტური შეკითხვაზე პასუხგაუცემლობისა. არ არსებობს კრიტერიუმი, რის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ და მონაწილეები ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას. 

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ორგანიზაციას უარი უთხრა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს და გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს იმდენწლიანი, როცა „ოცნება“ საერთოდ არ არსებობდა. საარჩევნო პრობლემები ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არ წარმოქმნილა, ჯერჯერობით არ გვყოლია ხელისუფლება ამ ქვეყანაში, რომელიც უარს იტყოდა არჩევნების გაყალბებაზე ამა თუ იმ ფორმით და დოზით. ეს არის პრობლემა ქვეყანაში“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „არ შეიძლება, ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული, სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა“ - პაატა მანჯგალაძე

🔴 თუ დაპირისპირების გზა გადის იმაზე, რომ შენობიდან გამოაგდო ვიღაც, ეს შენობა იმ ხალხისაა, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი და რა პრობლემაა, რომ შევიდნენ და იქიდან წიხლებით გამოყარონ - ზურაბ ჯაფარიძ

🔴 ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ