მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“ - ლევან იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ლიდერტი და ვიცე-სპიკერი

ევროკომისიის გადაწყვეტილებას მივესალმები, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და შეიძლება, ამისთვის ექვსი თვე მართლა არ ყოფილიყო საკმარისი, - ამის შესახებ „პირველი არხის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, მთავარი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

„მათ დაინახეს, რომ ქვეყანაში გარემო იმდენად პოლარიზებულია, მოკლე ვადაში შეთანხმების მიღწევის რესურსი არ არსებობს. მათ სრულიად სამართლიანად და სწორად მიიჩნიეს, რომ ეს განსაზღვრული დრო არ შეიძლება, იყოს გამოყენებული წნეხად ამ პოლიტიკურ პროცესზე და მიღწევის პერსპექტივაზე. აქედან გამომდინარე, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და ამას მივესალმები, სიმართლე გითხრათ. იმიტომ, რომ შესაძლებლობა ბოლომდე უნდა იქნეს გამოყენებული.

ჩვენ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და შეიძლება, ამისთვის 6 თვე მართლა არ ყოფილიყო საკმარისი. თუმცა, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ 6 თვეც მალე გავა და ერთი წელიც, საბოლოო ჯამში კი, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ამიტომ, ვადა, როგორც არ უნდა გაგვიხანგრძლივონ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ 12 პუნქტს როგორ შევასრულებთ. როცა ვამბობ ჩვენი, მთავარი პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლება.

ხელისუფლების შესასრულებელია და ხელისუფლების გადასადგმელია მთავარი ნაბიჯები. ხელისუფლებას მეტი თმენის ვალდებულება აქვს, ზოგადად, მეტი ვალდებულება აქვს ამ პროცესში და მან ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს. რაც მთავარია, უნდა შეეშვას პერიოდულად, ამ რაღაც აბსოლუტურად დამაბნეველი ანტიდასავლური გზავნილების გაჟღერებას სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი

👉 „ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“ - მარკეტა გრეგოროვა

👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი

👉 „არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია