
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩხრეკაც და დაკავებაც სასამართლო განჩინების საფუძველზე მოხდა.
„ყველაფერი ნორმის დაცვით მოხდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის ჩხრეკა ჩატარებული, დაკავებაც. შესაბამისად, შემდეგ ვნახავთ, რასთან გვქონდა საქმე. ერთი მინდა, ცხადად ვთქვა, რაც ჩანს და ჩვენს მმართველობაში მკაფიოდ არის გამოხატული, მიუხედავად ჩვენი მაღალჩინოსნებისა, იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს სასამართლო და შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა ზარქუა.
ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.
ასევე დაგაინტერესებთ: