პოლიტიკა

ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არაფერი რეალური და სერიოზული მოცემულობა არ მოასწავებს იმაზე, რომ ქვეყანამ კურსის გადახედვა მოახდინოს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე
1659037303
დაკოპირებულია

„შეუძლებელია, სიმართლემ ეჭვისა და რისკის ქვეშ დააყენოს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენი წელია ეს ხალხი და ქვეყანა გვერდით გვიდგას, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ყველა მიმართულებით გაძლიერებაზე და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასევე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქვეყანაში არაფერი რეალური და სერიოზული მოცემულობა არ მოასწავებს იმაზე, რომ ამ ქვეყანამ კურსის გადახედვა მოახდინოს. რაც არ უნდა ვიღაცებმა პრორუსულები გვეძახონ და პიარული ნარატივები ალაგონ, ამ ქვეყანაში უკვე მყარადაა დალაგებული, რომ ქვეყანა გარანტირებულად ივლის დასავლეთისკენ და ჩვენი გზა და ოჯახი არის ევროპაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.