მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენთან მედია თავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

„ძალიან დიდი ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით საზოგადოების მანიპულირება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ძალიან დიდი ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით საზოგადოების მანიპულირება. სპეკულირებს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტრუქციული ძალა - ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას.

ჟურნალისტების ნაწილი არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში. ეს არ აისახება კარგად მედია გარემოზე.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების უფლება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენთან მედია თავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული“, - განაცხადა პრემიერმა.