მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაიბრუნეთ აფხაზეთი, ახლა არის მომენტი, როცა რუსეთი ძალიან დასუსტდა“ - გონჩარენკო

ალექსეი გონჩარენკო რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე უნდა იფიქროს. 

მან აფხაზ ხალხს მოუწოდა, რომ საქართველოს შემადგენლობაში თავიანთი ნებით დაბრუნდნენ. 

„პირველ რიგში მე ვეტყოდი აფხაზ ხალხს, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და ვეტყვი საქართველოს: დაიბრუნეთ აფხაზეთი, ახლა არის მომენტი, როცა რუსეთი ძალიან დასუსტდა. რა თქმა უნდა ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ეს თქვენი ტერიტორიაა და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა საქართველოს მოგლიჯა, დაიბრუნოს. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, - განაცხადა გონჩარენკომ „ტვ პირველის“ ეთერში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს