მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაფინანსება უწყდებოდათ ახლა რომ არ შემოსულიყვნენ, ესაა და ეს“ - ელისაშვილი „ლეიბორისტებზე“

ალეკო ელისაშვილი და შალვა ნათელაშვილი

„დაფინანსება უწყდებოდათ ახლა რომ არ შემოსულიყვნენ, ესაა და ეს“, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შალვა ნათელაშვილის შესაძლო შესვლის საკითხს. 

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, შალვა ნათელაშვილს მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების საკითხი აინტერესებს. 

„კანონი მივიღეთ ყველამ და მეც დავუჭირე მხარი, რომ პარტია თუ 6 თვის განმავლობაში არ შემოვიდოდა პარლამენტში, დაფინანსება შეუწყდებოდა. პირველი იანვრიდან შედიოდა ძალაში და იმიტომ თქვა - შევდივარო, რომ დაფინანსება შეუწყდებოდათ, თორემ ხალხი გაახსენდა თუ ქვეყანა. ეგ კი არა, გუშინ თქვა, ღარიბებს არჩევნებში მონაწილეობა ავუკრძალოთო. ახლა გაახსენდა ხალხი? ხო და ღარიბმა ადამიანებმაც და ყველამაც იცოდეს, რომ ერთადერთი, რაც აღელვებს, დაფინანსებაა“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ლეიბორისტულ პარტიას“ პარლამენტში დეპუტატის მხოლოდ ერთი მანდატი აქვს მოპოვებული, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის.