მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე

მერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

„მომდევნო 6 თვე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არა არის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა,

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თქმით, ქართველ ხალხს ცვლილებები სურს. 

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როცა ამის სურვილი აქვს. ჩვენს ეს ვნახეთ დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად არის შესაძლებელი.

ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და საზოგადოებაში ამის მზაობა არის. აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი კუთხით ამ რეფორმების განხორციელებაში. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მომდევნო 6 თვე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არა არის. ასევე, ვიცი რომ სამოქალაქო საზოგადოებაში და მთავრობაშიც ბევრს სურს ამ ცვლილებების განხორციელება“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი

✔️ „შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი

✔️ „დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი

✔️ 🎥 „ეს არის სრული სისულელე“ - კალაძე სახალხო მოძრაობის შექმნაზე

✔️ „ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე