პოლიტიკა

დაშოშმინდით, შეირგეთ ის მაყუთი რაც „ნაცებისგან“ გაქვთ აღებული და დაიძინეთ, ამ ქვეყანაში ვეღარასდროს იბლატავებთ - გია გაბრიჭიძე ევროპარლამენტარებს

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
1634303759
დაკოპირებულია

„დაშოშმინდით, შეირგეთ ის მაყუთი, რაც „ნაცებისგან“ გაქვთ აღებული და დაიძინეთ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ევროპარლამენტარების რაფაელ გლუკსმანის და ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებს.

როგორც გია გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეკა ზღულაძის მეუღლე რაფაელ გლუკსმანს, რომლის იდეა იყო „მოდელირებული ქრონიკა“, 2012 წელს აღებული აქვს 370 000 ლარი.

„ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც არის ეკა ზღულაძის მეუღლე, რომლის იდეა იყო „მოდელირებული ქრონიკა“, რომელსაც მხოლოდ 2012 წელს აღებული აქვს 370 000 ლარი სვამს შეკითხვას - არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს სააკაშვილზე, მთავარი ისაა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს ყველამ იცის და პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ თუ სააკაშვილი კარგად მოიქცევა ციხეში, ანუ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, მაშინ მას დამატებით მუხლებს არ წაუყენებენ, და თუ ცუდად მოიქცევა, ანუ კიდევ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ მეტ დროს გაატარებს ციხეში. რას ნიშნავს ეს? ბატონო ევროპარლამენტარო, ეს არის ის, რომ თუ სასჯელის მოხდის პერიოდში პატიმარი დაარღვევს კანონს, მაშინ მას წაეყენება შესაბამისი მუხლი და დაემატება შესაბამისი სასჯელი. ჩემი მხრიდან კი დავამატებ, რომ თუ გახდება ცნობილი, რომ პატიმარს, ანუ ამ შემთხვევაში სააკაშვილს ჩადენილი აქვს სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დანაშაულები (რაშიც ეჭვი არავის ეპარება), ცხადია, გატარდება კანონით დადგენილი ღონისძიებები. ასე რომ დაშოშმინდით თქვენც და სხვა თქვენი კოლეგა. შეირგეთ ის მაყუთი, რაც ნაცებისგან გაქვთ აღებული და დაიძინეთ. ამ ქვეყანაში ვეღარასდროს იბლატავებთ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“...

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 
1642757196
„არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევას, შეიძლება ხელი შეუშალონ“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
1642763415
ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. 
1642762920
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. 
1642761512
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში, ეკლესიაში მომხდარ ჭყლეტას 29 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
1642760360
„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

„პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

„რთული სათქმელია, პანდემია როგორ დასრულდება, გადაიქცევა სეზონურ გრიპად თუ  გაქრება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სადღაც მეექვსე მეშვიდე თვიდან პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 
1642751476
თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორა...
„მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიფსური სურათი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს. 
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ჩემს ციხეში...
უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ ციხეში ექსპრეზიდენ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ, მიუხედავად იმისა რომ საბუთები წესრიგში აქვს.