მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაწყებულია მმართველი რეჟიმის პოლიტიკური პანაშვიდი“ - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ დაწყებულია მმართველი პარტიის პოლიტიკური პანაშვიდი. 

შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის ადრე თუ გვიან გათავისუფლდება. 

მისი თქმით, ქვეყანა ხელისუფლების შეცვლის სტადიაში იმყოფება. 

„ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი და ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გათავისუფლდება. ყველა პოლიტიკოსმა უნდა გავითვალისწინოთ, არ შევქმნათ პირობები როცა ხელისუფლებაში ვიქნებით - მომავალი დიქტატურისათვის და არ ჩავაბაროთ ჩვენი ხალხის ბედი ოლიგარქებს. ყვარყვარეს ციხე ხომ გახსოვთ! როგორ იყო გადატენილი და ბოლოს ის ციხე გასკდა, ზუსტად ახლა ამ ციხის გასკდომის სტადიაშია მთელი რეჟიმი. 

ლეიბორისტული პარტიის დაწყებული 10 წლიანი ბრძოლა ივანიშვილის სანქციის დადებაზე დღეს უკვე ისახავს მსოფლიო მასშტაბით კვირტებს, ადრე თუ გვიან ეს კვირტები გაიფურჩქნება, აყვავდება, ხოლო ეს ისტორიული უბედურება და ჟამიანობა გადაინაცვლებს სანაგვეზე. 

ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო. ხელისუფლების შეცვლის სტადიაში ვიმყოფებით. ნუ გაგიკვირდებათ ის პროცესები, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. დაწყებულია მმართველ რეჟიმის პოლიტიკური პანაშვიდი, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება პოლიტიკური დაკრძალვით“, - აცხადებს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა“ - პაატა მანჯგალაძე

👉 „სესია დაპირისპირებისთვის ნამდვილად არ გვჭირდება“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉„ოცნება“ დამატებით პოლარიზებას ხელს უწყობს“ - მიხეილ დაუშვილი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი