მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დავით არახამია არის არაკაცი“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინაში პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ირაკლი არახამია Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა. 

„ეს კაცი ვინ არის ძალიან კარგად იცის. ერთადერთი, ვის მიმართაც ამოქმედდება სანქციები ეს არის თავად არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მას მოუტანა უკრაინა. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი შეაფასებს. მარტივად ვიტყვი, არახამია არ არის კაცი, იგი არის არაკაცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე მარტო ბიძინა ივანიშვილი კი არ იქნება, არამედ, მისი გარემოცვაც.