მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დავით ღონიაშვილი ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით გამოირჩეოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, აუცილებლად წახვალ ციხეში მეთქი“ - სააკაშვილი საათის ეპიზოდზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაჯის საათის წართმევის ეპიზოდს კიდევ ერთხელ იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლინიკის დირექტორის მრჩეველი დავით ღონიაშვილი მის მიმართ სიძულვილით გამოირჩეოდა, რის გამოც მას ჩანაწერების შენახვა სთხოვა. 

მისი თქმით, სწორედ ღონიაშვილმა წაშალა ჩანაწერები, რომელშიც მის მიმართ ჩადენილი დანაშაულია ასახული. 

„ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12:00 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში.

სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.

მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.

აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:

1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ - ეს მკვლელობის მცდელობაა.
2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.

ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ჰგონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში. აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლებს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სუსმა აღიარა, რომ გორის ძალადობის ჩანაწერები წაშალა, ვაპირებ ბრძოლას თქვენთვის, თქვენ რას აპირებთ?“ - სააკაშვილი

👉  „სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნას მთლიანად სუსი აკონტროლებდა“ - ბექა ბასილაია

👉 „გიორგი გიორგაძე მალე მიეცემა პასუხისგებაში მისი მოქმედებების გამო“ - ნიკა გვარამია

👉 „კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, ანემია“ - ნევროლოგი სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 „სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია