მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარია სინამდვილეში „ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების“ ნათლიმამა ყოფილა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ჩირგაძის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ჩირგაძე 2017 წლიდან ინტერპოლით ძებნილია.

„გიორგი გახარია, 2021 წლის 18 თებერვლამდე, პარტია „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრი - დღეს უტიფრად და უნამუსოდ, საკუთარი წარმატებული წარსულის პოლიტიკურ გუნდს - პარტიად რომ არ მოიხსენიებს და გაუგებარი დამცირება/დაკნინების ნიშნად, „ორგანიზაციას“ რომ უწოდებს, სინამდვილეში „ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების“ ნათლი/მამა ყოფილა. სხვანაირად როგორ ავხსნათ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, წყალტუბოს რაიონის ჩუნეშის მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ჩირგაძის, 2017 წლის შემდეგ, გერმანიის ინტერპოლით ძებნილთა სიაში აღრიცხვის ფაქტი. სავარაუდოდ, საქმე ეხება ქურდობას, რომელიც სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა. ალბათ არც არაფერი - გახარიას კანტორისთვის მოსული ამბავია, უბრალოდ თვალში „დირესა და ბეწვის“ ამბავი პერიოდულად შევახსენოთ ხოლმე“, - წერს დავით ქართველიშვილი.