მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია - დავით კირკიტაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ მისივე პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება უცნაურია.

დავით კირკიტაძემ​ ​კომენტარი გააკეთა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ  განცხადებაზე, რომლის თანახმად მან აღნიშნა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

კირკიტაძის თქმით, ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე არასწორია.

„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ „ფორმულას“ ეთერში.