პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა
1634316129
დაკოპირებულია

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს და ხალხთაშორის კავშირები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას, რეფორმებს, ვიზალიბერალიზაციას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ამ კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული რგოლის კონტექსტში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის, როგორც დამაკავშირებელი მარშრუტის როლი.

საუბარი შეეხო ასოცირებულ ტრიოს, მის მიზნებს, მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ტრიოს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით.

აღნიშნეს, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის, ფუნქციას ავღანეთიდან სამხედროებისა და მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში.

დავით ზალკალიანმა სლოვენიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და მიმდინარე უკანონო პროცესების - ე.წ. “ბორდერიზაციის”, ადამიანების გატაცებისა და დაკავების ფაქტების შესახებ და აღნიშნა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების საკითხისადმი პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

აღინიშნა EUMM-ის განსაკუთრებული როლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვითარების მონიტორინგის და ინციდენტების პრევენციის თვალსაზრისით.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში ურთიერთობები და აღნიშნეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროება, მიესალმნენ ახლო მომავალში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების განხორციელებას.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.