პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ და საქართველო
1642174800
დაკოპირებულია

2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე.  აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის  შეფერხების მიზნით  მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.