მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მის მიერ შედგენილი ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია გააკეთა, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად პენსიის ოდენობაა. 

მისი თქმით, 10 წელიწადში პენსია საქართველოში ფასების ზრდიდან გამომდინარე 2-ჯერ და მეტჯერ შემცირდა. 

„ჩემს დროს პენსია რამდენი იყო, გაიხსენეთ. მე დავტოვე პენსია, რომელიც იყო თითქმის 90 დოლარი. 10 წლის თავზე, გაზრდის პირობებში, პენსია საქართველოში არის 77 დოლარი, იმ პირობებში, როცა დოლარებში ფასები 10 წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა. 

ეს ხომ ვინმემ გააკეთა, რატომ? ესე იგი, რეალურად პენსია 2-ჯერ და მეტჯერ შემცირდა. პენსია უნდა იყოს მინიმუმ 150 დოლარი. მე თავის დროზე 10-ჯერ მაქვს გაზრდილი პენსია და ვიცი, რაზე ვლაპარაკობ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 5 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“ - ბექა ბასილაია