მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დებატების რომ გეშინია და ბანკებით დარბიხარ, პრობლემა ეგაა“ - გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნარკოტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა ეს კამპანია მისი ცილისწამებისთვის დაიწყო.

მისი თქმით, პრობლემაა, რომ კახა კალაძე დებატებს თავს არიდებს და არა ის, თუ სად ჩააბარა თავად ნარკოტესტი.

„ბანკებით სირბილი მაშინ, როცა კანონმდებლობა გავალდებულებს, ან გინდა, რომ შენს ამომრჩეველთან იყო ღია, საქართველოშიც არ არის პრობლემა. პრობლემა რა არის იცით? ბანკებით სირბილს როცა იწყებ მაშინ, როდესაც გინდა დებატებს თავი აარიდო.

დებატების რომ გეშინია და ბანკებით დარბიხარ, პრობლემა ეგაა. და კიდევ, პრობლემა ისაა, ბანკებით სირბილს რომ იწყებ ცილისწამების კამპანიის დასაწყებად და მერე გაიპარო და დაიმალო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას სატელევიზიო ეთერში „კოკაინშიკი“ უწოდა.

ვენის კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, გიორგი გახარიას მიერ ნარკოტიკების მოხმარება არ დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „გახარიას მიმართ ნარკომანობის ბრალდება ისევ „ქართულ ოცნებას“ ურტყამს“ - რამაზ საყვარელიძე

⭕ „ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და ჩემზეც იმავეს იძახდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიაში გვერდით არავინ დამიდგა - კახა კალაძე