პოლიტიკა

დენის შმიგალი: ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ გეოპოლიტიკური პოზიცია და ნათელი გზავნილი მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ მეტი გააკეთონ მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან

დენის შმიგალი
1638291171
დაკოპირებულია

 

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ გეოპოლიტიკური პოზიცია და ნათელი გზავნილი მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ მეტი გააკეთონ მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი რეფორმების განხორციელების ფარგლებში წინსვლა არის  კიდევ უფრო ხელშესახები, ვიდრე ადრე იყო და ეს უნდა იყოს ასახული ევროკავშირის მიდგომებში, დახმარების პაკეტებში.

„კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია,  რომ მაქვს ეს შესაძლებლობა, რომ თქვენ პირადად გესაუბროთ და შევაჯამო ჩვენი ერთობლივი ვიზიტის შედეგები საქართველოს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ასოცირებული ტრიოსთვის. ეს არის ინიციატივა, სადაც ჩვენ გავცვალეთ აზრები შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასოცირებული ტრიო შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და ევროპული პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ სასოლის.

მადლობელი ვარ ევროპელი პარტნიორების, იმ ღია და გახსნილი საუბრისთვის, რაც მრავალი მიმართულებით გაიშალა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ასოცირებული ტრიოს ინიციატივა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და მდგრადობას, იმისათვის, რომ ინკლუზიურობის, დიფერენცირების და მეტი მეტისთვის მიდგომის მიზნების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა განვითარდეს მიღწეული წინსვლის საფუძველზე და არსებული სისუსტეები გამოსწორდეს და მოგვარდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული მდგომარეობა მოსალოდნელი სამიტის წინ აჩვენებს, რამდენად დიდია სტრატეგიული მიზნების მიღწევის აუცილებლობა ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ გეოპოლიტიკური პოზიცია და ნათელი გზავნილი მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ მეტი გააკეთონ მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან. ტრიოს თანამშრომლობის დღის წესრიგი გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტებს და არ ჩაანაცვლებს არსებულ ინიციატივებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დადებითი შეფასება იმ ძალისხმევისა, რომელიც ტრიომ სამიტამდე განახორციელა. წინსვლა ძირითადი რეფორმების განხორციელების ფარგლებში არის გარკვეულწილად კიდევ უფრო ხელშესახები, ვიდრე ადრე იყო და ეს უნდა იყოს ასახული ევროკავშირის მიდგომებში, დახმარების პაკეტებში. ჩვენ მივესალმებით იმ შემოთავაზებას, რომელიც ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას გულისხმობს და მოუთმენლად ველით გამოცხადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას ჩვენი ქვეყნებისთვის და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარტნიორთან ერთად იმისათვის, რომ ახალი ფლაგმანური ინიციატივები წამოვაყენოთ და ძალიან კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ ხელშესახები სარგებლის მოსატანად ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.