პოლიტიკა

დენის შმიგალი - ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას

უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები
1638291885
დაკოპირებულია

ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად არიან, განახორციელონ ის პრიორიტეტები, რომელიც გულისხმობს მდგრად განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით.

„მეექვსე სამიტის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კონკრეტული განზრახვა დავაფიქსირეთ. ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას. ასოცირების ტრიო მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირთან მწვანე და ციფრული გარდაქმნის სფეროში, დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოების, სასამართლო სისტემის გაძლიერების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც იქნება ჩვენი ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში ასახული, სამიტის შედეგად. ასოცირებული ქვეყნების გაერთიანება ტრიოს ფორმატში დაიბადა ევროპის პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას მომავალშიც და ამბიციური მიზნების ფარგლებში დაკმაყოფილდება ჩვენი სურვილები. ევრონესტი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას დაეხმარება იმისათვის, რომ სამიტის ფარგლებში, 2021 წლის დღის წესრიგი განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ტრანსპორტის კუთხით გააფორმეს შეთანხმება, მიიღეს ვალდებულება ტრანსპორტის სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილი პროგრამა, რომელიც სამივე ქვეყანას მოიცავს. ასოცირებული ტრიო უკვე ღრმად არის ინტეგრირებული ევროპის სატრანსპორტო ქსელში. ამავდროულად, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, იმისათვის, რომ მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოების გაძლიერება ამ მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან იმ ეტაპზეა, რომელიც აღარ გულისხმობს საგზაო ტრანსპორტირების შეთანხმების გადადებას შემდგომისთვის. ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად ვართ, განვახორციელოთ ის პრიორიტეტები, რომელიც გულისხმობს მდგრად და გონივრულ განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით.

სხვა მრავალ ფაქტორებს შორის ჩვენ ვისაუბრეთ საბაჟო სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენ ვითანამშრომლეთ იმ დათქმების განხორციელების კუთხით, რომელიც გულისხმობს ალტერნატიულ წესებს მთელი ევროპის ტერიტორიის მასშტაბით. ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ, ევროკავშირთან მივაღწიოთ თანამშრომლობას მთელი რიგი საკითხების მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ევროპაში. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში არიან ხელმომწერები იმ ენერგო შეთანხმებისა, რომელიც არსებობს და ტრიოს პლატფორმა გულისხმობს მდგრადობას, მედეგობის გაუმჯობესებას, იმისათვის, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები და მიწოდების უზრუნველყოფა მოხდეს რეგიონულ დონეზე და საერთო ინტერესები იქნას გათვალისწინებული მწვანე ენერგიის ტრანზიციის მიმართულებით.

ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ახალი შესაძლებლობებით. ასოცირებული ტრიო ელის, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იქნება პოლიტიკური სტრატეგიული მუხტის მიმცემი და ჩვენი ორიენტირები გაძლიერდება და აისახება ჩვენი ინტერესები ამ პარტნიორობის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდეს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.