მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დეოლიგარქიზაციის კანონი სრულიად მიუღებელია, არასწორია და ეჭვი მეპარება, ეს ვენეციის კომისიას მოეწონოს“ - სანდრო რაქვიაშვილი

გირჩის წევრი

„დეოლიგარქიზაციის კანონი სრულიად მიუღებელია, არასწორია და ეჭვი მეპარება, ეს ვენეციის კომისიას მოეწონოს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად პარტია დეოლიგარქიზაციის კანონი მიმართ პოზიციას არ შეცვლის. 

„საბოლოო ჯამში, ჩვენი პოზიცია ვენეციის კომისიაზე არ არის მიბმული. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კონსენსუსისთვის. მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობაში იყო ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგვწონდა, მაგრამ მაინც დავუჭირეთ მხარი, თუმცა არის ისეთი რაღაცები, რასაც არ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უბრალოდ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ ასე თქვა, თუ ისე.

ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ ამაზე, ევროპელებსაც ველაპარაკეთ, „ქართულ ოცნებასაც“ და ჩვენ კოლეგებსაც ოპოზიციიდან, რომ რაღაც სხვა გამოსავალი გვეპოვა. ამიტომ, ახლა თუ ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მისცა ამ კანონს, ჩვენ ამით პოზიციას არ შევცვლით, მაგრამ ზოგადად, ალბათ, ეს იქნება უკეთესი, ვიდრე უარყოფითი დასკვნა, ან ამ დასკვნის გარეშე ამ კანონის მიღება. ჩემი აზრით, მაშინ გაიზრდება შანსი და სულ მცირე, ჩაგვეთვლება მაინც ამ პუნქტის შესრულება“, - აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიზაციისკენ სვლა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას - ჯინ შაჰინი

✔️ წამებით და ნელი სიკვდილით კლავენ მიხეილ სააკაშვილს - თაკო ჩარკვიანი

✔️ ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო - ჯიმ რიში

✔️ სააკაშვილის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ, მისი მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა - ხატია დეკანოიძე

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი