მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეპოლარიზაცია პარლამენტში ვნახე და შემრცხვა, თუ ეს დეპოლარიზაცია იყო, მაშინ პოლარიზაცია რაღა ჯანდაბა არის? - ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგური პარლამენტში 2020

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ საუბრობს. 

ზვიად ძიძიგური „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ „ხელისუფლება რეკომენდაციების შემსრულებელი არ არის“. 

„დღევანდელი ხელისუფლება რეკომენდაციების შემსრულებელი არ არის. ეს არის გამორიცხული ამბავი. დეპოლარიზაცია გუშინწინ პარლამენტის სხდომაზე ვნახე და შემრცხვა, რომ საერთოდ ასეთი სხდომა ვნახე. ვინანე, ნეტავ საერთოდ არ მენახე მეთქი. იმიტომ რომ ეს თუ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაშინ პოლარიზაცია რაღა ჯანდაბა არის? 

ეს რა იყო ხალხო, რა ნახა ჩემმა თვალებმა... „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრები გვინახავს, იგივე ირაკლი ღარიბაშვილი იყო პირველი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, იყო გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია... პრემიერ-მინისტრები და თანამდებობის პირები ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ასე არ იქცეოდნენ, როგორც ეს მე ვნახე. ეს სისუსტის მაჩვენებელია, სიძლიერის მაჩვენებელი ეს არ არის. 

ოპოზიცია არ ბრწყინავდა და არც იმის გამართლებას ვცდილობ რასაც ოპოზიცია აკეთებდა, მაგრამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობაც მეტი აქვს, ბერკეტები ხელში უკავია.

როცა ეუბნებიან მმართველობიდან ოლიგარქი მოაშორეთო, ესენი ამბობენ ოლიგარქი მიხეილ სააკაშვილიაო ანუ კაცი, რომელიც ციხეში ზის, რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ? ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის წინაშე ვალდებულება აქვს აღებული პარლამენტს, მთავრობასაც, სასამართლოსაც...

პარლამენტი არ არის ხალხის წინაშე ვალდებული, ბიძინას წინაშეა ანგარიშვალდებული. როგორ გააკეთებენ და ეტყვიან ივანიშვილს „ოლიგარქი ხარ შენ და გაიწიე“. გამორიცხულია. ამიტომ, 6 თვის შემდეგ როდესაც დეკემბერი მოვა, მაშინვე ვნახავთ რომ არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას ამ მიმართულებით. ამიტომ ამას შემდგომში პოლიტიკური მძაფრი აქტივობები მოჰყვება“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური. 

ინფორმაციისთვის, 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროპულმა საბჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივას. 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴  ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო - ვახტანგ ხმალაძე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე

🔴  კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი

🔴  „იმედია, ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, ყველა ზომა მიიღოს ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - დიპლომატები

🔴  ომი არ არის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი რომელიმე ქვეყანას უყენებს, ევროკავშირის დნმ-ში ასეთი სიტყვა არ ზის - ვანო ჩხიკვაძე