
„დღეს ევროპას კარგი დღე გაუთენდა!“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტვიტერზე დაწერა, სადაც უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.
„ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს! თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ამას ადასტურებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
Today is a good day for Europe.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 23, 2022
Congratulations to President @ZelenskyyUA President @Sandumaiamd and Prime Minister @GharibashviliGe
Your countries are part of our European family.
And today’s historic decision by Leaders confirms that. pic.twitter.com/lAkv8Bq5fs
✅ „ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“ - სალომე ზურაბიშვილი
✅ ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა