პოლიტიკა

დღეს ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მსხვერპლთა ოჯახების წევრების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართება

სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი
1634372467
დაკოპირებულია

დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ის ადამიანები არიან, ვისაც, სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, ასევე - მსხვერპლთა ოჯახების წევრები.

ისინი აქციას 14:00 საათზე აანონსებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ.

მათივე თქმით, უნდათ, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სურს, თავი პოლიტპატიმრად წარმოაჩინოს, აჩვენონ, თუ ვინ იყვნენ ნამდვილი პოლიტპატიმრები და რეჟიმის მსხვერპლები.

საზოგადოებას ყოფილი პოლიტპატიმრის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მიმართა.

„რამდენიმე პოლიტპატიმარმა გადავწყვიტეთ, ეს აქცია ჩაგვეტარებინა და ხალხისთვის გაგვეხსენებინა, თუ სად ვიყავით, როგორ, რა პირობებში ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ და ნორმალურად თუ არ დავფიქრდებით, ხვალ სად შეიძლება, ამოვყოთ თავი. არ არიან ის ადამიანები, ვინც და ვისი ოჯახებიც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა. გუშინ დილით გადავწყვიტეთ და ვაპირებთ, დღეს, ორ საათზე, რუსთავში, ციხესთან, სადაც ვითომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია ჩავატაროთ. სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ პოლიტპატიმარი იყოს, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოსდის. მინდა, უმორჩილესად მოვუწოდო ყველას, ვისაც, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სისხლიანი რეჟიმი შეეხო, ვისმა ოჯახებმაც მართლაც რომ სისხლიანი ცრემლებით იტირეს, გთხოვთ, ვისაც გაქვთ საშუალება და დრო, ყველა ჩამობრძანდით რუსთავში, ორ საათზე, ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. იქ განახებთ, ვინ არიან ნამდვილი პოლიტპატიმრები. არიან ადამიანები, ვისაც პოლიტპატიმრის სტატუსიც არ აქვთ. ხალხს მოვუწოდებ, ძალიან გთხოვთ, ჩამოდით, რადგან, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის კატეგორია ძალიან გულმავიწყი ყოფილა და ჩვენი უახლოესი ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს. თქვენი იმედი გვაქვს“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს“ - არასრულწლოვნის მკვლელობის...
სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის  ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.