მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ყველა, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი Pia.ge

„დღეს ყველა, ვინც ამბობს თავისუფლება მიშას, სწორედ ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპარლამენტარებს, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ.

„ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს თავისუფლება მიშას, დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ ერთი - ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

ამავე თემაზე:

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„მიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო საკუთარი სურვილით იმყოფება“ - პენიტენციური სამსახური

სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)