მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი

დღეს, 16 ივლისს, თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართება.

ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი, ვაჰან უნანიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამ დროისთვის შეხვედრის თაობაზე სხვა ოფიციალური ინფორმაცია უცნობია.