
„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების ხელფასები რეგიონსა და თბილისში, მათსავე სასარგებლოდ, უნდა გათანაბრდეს“, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრში მიმდინარე პროექტებზე.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა მედიკოსებს, ტექნიკურ პერსონალს, მძღოლებს, ხელმძღვანელებს კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადეს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე მათი ფასდაუდებელი შრომისთვის.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის სანდრო კალანდიას ინფორმაციით, ანგარიშმა აღნიშნულ სექტორში ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები მოიცვა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქმიანობა.
მისივე განცხადებით, ცენტრი მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.