მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში

„დროა, ევროპული საბჭოს მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობამ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ითანამშრომლოს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. 

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე საქართველო კანდიდატის სტატუს მიიღებს. 

მისი თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა. 

„საქართველოს მოსახლეობა ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის მტკიცე აზრს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ახლა ის დროა, რომ მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წაყენებულია ევროპული საბჭოს მიერ, ზედმიწევნით შესრულდეს. იმედია, ასეც მოხდება წლის ბოლომდე და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ევროკავშირს სურს მისი მიღება უბრალოდ ქვეყანამ უნდა წარმოაჩინოს ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი. ევროპული საბჭოს არცერთი მოთხოვნა არ არის სიახლე. ეს ყველაფერი ყველამ ისედაც იცოდა და ახლა დროა ყველამ, მთავრობამ, ოპოზიციამ და ხალხმა გაერთიანება მოახერხოს, რაც მოემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული თუ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს“ - გიგი გიგიაძე

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე