მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ დაიწყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით

პოლიტიკოსი ეკა სეფაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ბავშვების უფლებების დაცვისთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია. 

„მისასალმებელია, რომ დაიწყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

კერძო ბაღებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტები, თუმცა მათ შეუძლიათ სტანდარტის მიღმა უკეთესი პირობები შესთავაზონ მშობლებსა და ბავშვებს. მშობელს არ აქვს არანაირი გარანტია, რომ კერძო ბაღში ისევე დაცული იქნება ბავშვთა უფლებები, როგორც საჯაროში.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ ავტორიზაციის სტანდარტების შესრულება სავალდებულო იქნება როგორც საჯარო ბაღებისთვის ისე კერძო ბაღებისთვის.

ეტაპობრივი ავტორიზაცია, რაც საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება საშუალებას მისცემს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს, თანდათან დანერგონ ის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ემსახურება და მიიღონ შესაბამისი სტატუსი“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.