პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ინკლუზიური თეატრი სპეციფიკური და საჭირო მიმართულებაა, რომელსაც ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ

ელისო ბოლქვაძე თაეტრში
1626205779
დაკოპირებულია

პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „იდუმალი მთის მიღმა“ ამავე თეატრის ფილოსოფიურ-შემეცნებითი ხასიათის კიდევ ერთი სპექტაკლის - „კონტაქტის“ ერთგვარი გაგრძელებაა.

„კონტაქტმა“ 2019 წელს ქართული ინკლუზიური ხელოვნების ისტორიაში პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა. მისი მსოფლიო პრემიერა შედგა ქალაქ პეკინში 2019 წლის ივლისში ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. სპექტაკლი ასევე მონაწილეობდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „საჩუქარი“.

„სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“ ასახავს დედამიწაზე განსხეულების შემდეგ ადამიანის მიერ განვლილ გზას, საკუთარი თავის ძიებისა და პოვნის პროცესს. ეს ისეთი სპეციფიკური და საჭირო მიმართულებაა, რომელსაც ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. ჩემი დიდი სურვილია, 2022 წელს ბათუმში, შავი ზღვის ქვეყნების ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

კომიტეტის წევრის ხათუნა კვიციანის შეფასებით, სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“ არის ინკლუზიური ხელოვნების ნიმუში, რომელიც კომპლექსურადაა გამართული როგორც სამსახიობო შესრულებით, ასევე სცენის მხატვრობით.