მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთის ელჩთან - დიეგო კოლასთან  კინოინდუსტრიის განვითარების შესახებ  იმსჯელა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ონლაინ ფორმატში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუესა და რეგიონულ ატაშეს გილენ ვიდალ ჟიროს შეხვდა. შეხვედრაზე კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე  იმსჯელეს.

„ბატონი კოლასი გვეწვევა მალე, რომ შევჯერდეთ  კინოინდუსტრიის განვითარების პროექტთან დაკავშირებით და განვიხილოთ კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემებიდან კინოინდუსტრიის გამოსვლისა და განვითარების ინოვაციური მეთოდები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.