მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

„ახლა ყველგან სადაც არის მეორე ტური, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ წერილშია აღნიშნული.

წერილი მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ წაიკითხა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველგან სადაც მეორე ტურია, უნდა მოიგოს.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, ახლა ისე როგორც არასდროს საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

„არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან სადაც არის მეორე ტური, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე.

უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს.

მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველ დღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

P.S. და კიდევ ერთი ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუსი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორირებელი, ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთის გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან აქ ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, - აცხადებს მესამე პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირების სანაცვლოდ შეიძლება, მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვოს - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას