მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ენა დაიმოკლოს ყველამ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რომ მიშა კურდღელია“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

„დროშის დახევა ეს  არის ანტიქრისტიანული ქმედება“

„ბევრი გამარჯვება და წაგება მინახავს, ჩემი ქვეყნის გამარჯვება და დაქცევაც მინახავს, ვიცი ერთი, რომ უმრავლესობის ხელისუფლებიდან გამშვები არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებს ყოველთვის პერსონა სჭირდება, პოლიტიკას კი ქმნიან ადამიანები.

„მეორე ტურამდე ჯერ ოპოზიცია უნდა გაერკვეს, გახარია არის თუ არა ოპოზიციური მხარე და კიდევ მთავარია, რა პოზიციას დააფიქსირებს ქართული ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, წაყრუება არ გამოვა, არჩევნების პირველი ტური გავიდა, მეორე ტური მოდის და გამარჯვებისკენ გზა გადის სააკაშვილის პერსონაზე.

ის ციხეში შიმშილობს, ყოველ დღე მიშას უმძიმდება ჯანმრთელობა, იმაზე ენა დაიმოკლოს ყველამ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში, რომ მიშა კურდღელია. ვერ ჩამოვა, რისი ჩამომსვლელია, ღამის გამთევი არ არის, მოკეტეთ, ენა ჩაიგდეთ, გადაყლაპეთ ენა, თქვენი არგუმენტები არ ჭრის, სააკაშვილი ჩამოვიდა თვითგანწირვაზეა წასული. რომ შიმშილობს, გგონიათ 3 დღეში შეწყვეტს? თუ იმას დაიჯერებთ, რასაც ტროლები იტყვიან, რომ ჩუმ-ჩუმად ჭამსო, ამიტომ გავერკვიოთ სულ ყველა.

როგორ ვექცევით საქართველოს მესამე პრეზიდენტს? ოპოზიციამ უნდა დააფიქსირონ მიშასთან დაკავშირებით მათი პოზიცია, შუაში ვეღარ გაივლის ვერავინ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე:

📣დათვლილია ხმების 96.2% - თბილისში მეორე ტური გაიმართება

📣დათვლილია 99.9% - საქართველოში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

📣„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას“ - ანა ბუჩუკური

📣„თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)