მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატა

 მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი

პარლამენტმა მესამე მოსმენით 74 ხმით მიიღო „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება.

„კანონპროექტს მესამე მოსმენით ცვლილება არ განუცდია და ისეთივე სახითაა წარმოდგენილი, როგორც მეორე მოსმენისას“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.