მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

ვოლსკი პარლამენტში

„თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდება, მას არ ემუქრება წამება, გაუპატიურება და ის, რაც მისი სადისტური მმართველობის დროს ხდებოდა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილისა და მისი პარტიის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება სახელმწიფოს რყევა, დესტაბილიზაცია და არა არჩევნების წესიერად ჩატარება.

„ეს არის პოლიტიკური დივერსია. სახელმწიფოს რყევა, დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, მთავარ ამოცანად რჩება და არა არჩევნების წესიერად ჩატარება. ჩამოსულები არიან დამკვირვებლები და მათ თვალში უნდა წარმოგვაჩინონ ველურ ხალხად, რომელთანაც წინასაარჩევნო პერიოდი არეულ-დარეული იყო. სააკაშვილი გათვლას აკეთებს იმ ადამიანებზე, ვინც დარაზმულია იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს. სააკაშვილს ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, მას არ ემუქრება, წამება გაუპატიურება და ის, რასაც ადგილი ჰქონდა მისი სადისტური მმართველობის პერიოდში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, გია ვოლსკის თქმით, მელიამ თავისი განცხადებით სააკაშვილი დაამუნათა.

„ძალიან პრიმიტიული გახდა ფორმულა, მათი ამოცანაა დესტაბილიზაცია. მელიამ ერთხელ განცხადება გააკეთა. რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მიშა სააკაშვილის ადგილზე ჩამოვიდოდა საქართველოში ანუ დაამუნათა“, - აცხადებს ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

ამავე თემაზე:

👉 „დილა მშვიდობისა საქართველოდან“ - მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოშია

👉 „მადლობა სააკაშვილს, ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია“ - კახა კალაძე

👉 „არ აქვს მნიშვნელობა დაბრუნდა თუ არა, დღეს ძალიან ნაღვლიანი დღეა სახელმწიფოსთვის“ - ვაშაძე სააკაშვილზე

👉 საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

👉 მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან - შალვა პაპუაშვილი

👉 „მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“ - არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე