მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია“ - პრემიერი ფარულ მოსმენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge 2021

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ შეთქმულებას და ბინძურ პროვოკაციას უწოდებს.

„სუსი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენას. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება სერიოზული კომენტარი ამაზე გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსი მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მოსმენას აწარმოებდა. ასევე, მოსმენებში საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელსაც სუსი ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებდა. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.

როგორც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის მოადგილე ლევან ახობაძე და სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ამავე თემაზე:

👉 „არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“ - გომელაური