მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა“- ზურაბ ჯაფარიძე ზურაბიშვილის შესახებ

გირჩის დეპუტატობის კანდიდატი

„მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმა საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

ჯაფარიძის თქმით, ეს მმართველი პარტიის რიტორიკის გაგრძელებაა და მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.

„ზურაბიშვილის განცხადება, რომ თითქოს მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა „ოცნებამ“ უარი ევროკავშირის ფულზე, არის:

1. ტყუილი (უარს ვერ იტყვი იმაზე რასაც არ გაძლევენ - ამ სიტყვებით აუხსნეს ევროპიდან);

2. ყურადღების გადატანა ფულზე, როცა საქმე ეხება მართლმსაჯულების სისტემას და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს;

3. „ოცნების“ რიტორიკის გაგრძელება - თითქოს საქმე ფულში და ვალში იყოს;

4. „ოცნების“ ირიბი გაპრავება საკითხის მთავარი არსის მიჩუმათების გზით;

5. ივანიშვილის თამაში (ამ ყველაფრიდან გამომდინარე). არაფერი აღსაფრთოვანებელი მის ნათქვამში არ არის
„ოცნების“ მიერ ჩადენილი ბოროტების ვირეშმაკული გაპრავებაა. ამაზე უფრო გასაგებად არ შემიძლია მორჩით ამ ილუზიებში ცხოვრებას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, 2 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ის დგას და იდგება საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს.

„ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„პრეზიდენტი თამამად ამბობს საკუთარ მოსაზრებას“- ირაკლი მენაღარიშვილი

✔️„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“ - პრეზიდენტი