მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია“ - ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე

ლელოს წარმომადგენელი

„პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში“,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ლელოს ლიდერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს საინტერესო პრეცედენტს უწოდებს.

„პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დესტრუქციული როლი ითამაშა და აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას, როდესაც ხელს უშლის, შლის და საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას.

ამავდროულად, გუშინ პირდაპირ ციტატებით ამხილა პრეზიდენტმა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განცხადებებში. ციტატებით ამხილა და ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ.„რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა“ - რატი იონათამიშვილი

👉 „საოცრად დიდი უპატივცემულობა“ - კელი დეგნანი

👉 საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება! - ჰუბერტ კნირში