მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო უფასო სეირი, წყლის ნაყვა, ზიზღისა და სიძულვილის ფოიერვერკი ორივე მხრიდან“ - ალეკო ელისაშვილი პრემიერის მოსმენაზე

ელისაშვილი

„ეს იყო ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უფასო სეირი ხალხისთვის. წყლის ნაყვა, ზიზღისა და სიძულვილის ფოიერვერკი უსაგნო კამათსა და დავიდარაბაში, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც“, - ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვას.

მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისთვის ბრალდებების წაყენებით იყო დაკავებული.

„შენი ცხრა წელი, შენი ცხრა წელის, შენი ფარცხალაძე, შენი კეზერაშვილი... კატასტროფა იყო, იმის მაგივრად, რომ გველაპარაკა ხალხის რეალურ პრობლემებზე“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი დეპუტატების კითხვები მოისმინა.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ანგარიშის განხილვა ერთ დღეში ვერ მოესწრო, რის გამოც მომდევნო სხდომა 28 ივნისს გაიმართება, სადაც პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, სხდომის დასასრულს კი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ პრემიერი „ნაცმოძრაობას“ - თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი თეთრი არ მომიპარავს, თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შრომით

⭕ „როგორ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, როცა კორუფცია ყვავის?“ - თაკო ჩარკვიანი პრემიერს

⭕ 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი, თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე - ლევან ხაბეიშვილი პრემიერს (ვიდეო)