პოლიტიკა

ეს ის ბოკერიაა, რომლის შექმნილი რეჟიმის დროს ადამიანს ხმის ამოღებისთვის სასტიკად უსწორდებოდნენ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია Pia.ge
1626274673
დაკოპირებულია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ბოკერია ამბობს, რომ „ადამიანი რაც არის, იმის თქმა თუ არ შეუძლია, ეს არის ჯოჯოხეთში ცხოვრება“.

„ეს ის ბოკერიაა, რომლის შექმნილი რეჟიმის დროს ადამიანს ხმის ამოღებისთვის სასტიკად უსწორდებოდნენ, კლავდნენ, არბევდნენ და გვამებს სახურავებზე ყრიდნენ! ეს ის ბოკერიაა, რომელმაც ლამის ეკლესიაში სიარული აუკრძალა ქართველ ხალხს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.