პოლიტიკა

ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა - მამუკა მდინარაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი
1659720729
დაკოპირებულია

„ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა! მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან - უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკპოსტს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

მდინარაძის თქმით, ოქრუაშვილის განცხადება ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაციაა:

„ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!.. ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება: რუსეთი ოკუპანტია! საქართველოს ადგილი ევროპაშია! ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,” - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.