მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს მილსადენები არის ჩვენი ნავთობი, ჩვენი ოქრო და ჩვენი სიმდიდრე“ - რომან გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური   მოძრაობის“ წევრი

რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანის და ვეროკავშირის შეთანხმებას? - ამ საკითხთან დაკავშირებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ისაუბრა. 

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ  ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლებლობას მოგვცემს არ გაიზარდოს ტარიფები.

მისი თქმით, ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იღება და საქართველო, როგორც დერეფანი, უნდა ინარჩუნებდეს პოზიციას.

„ეს მილსადენები არის ჩვენი ნავთობი, ჩვენი ოქრო და ჩვენი სიმდიდრე. 30 მილიარდი კუბური მეტი გაივლის. 3-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს გადის ჩვენს ტერიტორიაზე. სულ მცირე იმის გარანტია იქნება, რომ არ გაიზარდოს ტარიფები. თუ რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყო ინფლაციას და ლარი კიდევ უფრო არ გააუფასურა.

ევროპისკენ ამ გაზის შეტანა უკვე გააცოცხლებს მეორე უზარმაზარ პროექტს, რომელსაც ჰქვია „ნაბუკო“, რომელიც დავიწყებულია და დაბლოკილია რუსეთის მიერ, ეს არის თურქმენული გაზის კასპიის ზღვის ფსკერზე გატარებისა და შემდეგ ევროპაში შეტანის პროექტი, რომელიც, ასევე, საქართველოში გაივლის.

ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ამ ხელშეკრულების თანამონაწილე, ის იმყოფება თურქმენეთში“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 ივლისს ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი გულისხმობს, გაორმაგდეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“ - დევიდ მაკალისტერი

👉 „ის, რომ საქართველო ევროპის კარზე აკაკუნებს, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“ - ალუდა ღუდუშაური

👉  „გვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნეს მიყვანილი“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „ბოლო გედის სიმღერას მღერიან“ - შალვა ნათელაშვილი