მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ფორმატი ელჩებთან აღარ უნდა დამთავრდეს?! ამან განაპირობა პარლამენტში „შელაგება“ ჩემი კოლეგების“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

ერთიანი საქართველოს ლიდერი 2020

„სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები მქონდა და მაქვს, მიმაჩნია, რომ სამართლიანი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი იყოს პოლიტიკური პატიმარი“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი არაორდინარული ფიგურაა და მას სააკაშვილის მიმართ აქვს პრეტენზიები.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ესმის იმ ადამიანების, რომელთაც აქცია ჩაატარეს ციხესთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

„სააკაშვილი არაორდინარული ფიგურაა. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მის მიმართ სამართლიანი სიმპათიები და, ასევე, არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სამართლიანი პრეტენზიები. სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები მქონდა და მაქვს, მიმაჩნია, რომ სამართლიანი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი იყოს პოლიტიკური პატიმარი და გაასამართლოს მურუსიძემ.

მესმის იმ ადამიანების, ვინც დღეს ციხესთან აქცია ჩაატარა. ბევრი ტკივილი გადაიტანეს, მათი ოჯახის წევრებიც შევიწყალე, ბევრს გვერდში დავუდექი. ჩვენ თუ არ გვექნა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, ხვალ და ზეგ იმაზე უარესი მოხდება, რა შეცდომები, გადაცდომები და დანაშაული იყო ჩვენი ხელისუფლების დროს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, პარტიების გადაუწყვეტელობა, დაუჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციას, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

ნინო ბურჯანაძემ, 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მოიპოვებენ.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მოვიდოდა. ნამდვილად ვიცი, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ არიან ენმ-ის წევრები, არც სააკაშვილის მომხრეები და გამოვიდნენ აქციაზე.

ძალიან დიდი პრობლემა არის „ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს“ - აღნიშნავს ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ოპოზიციური პარტიების დიპლომატებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა.

„ეს ფორმატი ელჩებთან აღარ უნდა დამთავრდეს?! ბარიერ გადალახული თუ ბარიერ გადაულახავი პარტიების, თუ რაშია საქმე? აი, ამ დაყოფამ, ვითომ ვიღაცამ ბარიერი გადალახა და ვიღაცამ ვერ გადალახა, განაპირობა პარლამენტში „შელაგება“ ჩემი კოლეგების“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დიპლომატებთან 16 ოქტომბერს გაიმართა, საერთაშორისო პარტნიორებს პარტია „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებიც ესწრებოდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე