მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს პოზიტიური სიგნალი არ არის, ნეგატიური სიგნალია“ - რიკარდ იოზვიაკი მოსმენებზე

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი

„თუ მთავრობა ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს, ის ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება და  კანდიდატის სტატუსის მომთხოვნი ქვეყნისთვის ეს პოზიტიური სიგნალი არ არის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას.

მისი თქმით, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს მოთხოვნებს, ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.

ამასთან, იოზვიაკი აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია.

„უკანონო მოსმენები მთავრობისთვის შეუფერებელია, ეს მიუღებელი ქმედებაა. წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი რამ ევროპის ქვეყნებშიც ხდება. მაგალითად - უნგრეთში. ევროკავშირი და დასავლეთი მსგავსი ქმედებების გამო მათ მკაცრად აკრიტიკებენ. კანდიდატის სტატუსის მომთხოვნი ქვეყნისთვის ეს პოზიტიური სიგნალი არ არის. არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ჟურნალისტების წინააღმდეგ უკანონო მოსმენა აწარმოოს.

ეს ელემენტარულია, ნეგატიური სიგნალია. მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. თუ მთავრობა ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენს და უთვალთვალებს, ის ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება.

დღეს უნგრეთი ევროკავშირის წევრი რომ არ იყოს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვდეს, დამიჯერეთ, ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდებოდა. ევროპა ცდილობს, რომ ევროკავშირში ახალი უნგრეთი თავიდან აიცილოს. ზუსტად ამიტომ აქვს საქართველოს რეკომენდაციების ჩამონათვალი და ის უნდა შესრულდეს.

უკანონო მოსმენები არ არის ქმედება, რომელსაც ბრიუსელი უყურადღებოდ დატოვებს. მსგავსი რამ მე რომ შემემთხვეს, აუცილებლად გამოვიყენებდი სამართლებრივ გზებს, მივმართავდი სასამართლოს და პრობლემის მოგვარებას მოვითხოვდი.

დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია. ეს არ არის სიმდიდრე, ეს ფუნდამენტია, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუ არ გაქვს თავისუფალი მედია, არ გაქვს დემოკრატია. თუ საქართველო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დარჩება და ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს. მსგავსი რამ ბრიუსელში რომ მოხდეს, დამიჯერეთ, საქმე სასამართლომდე მივა, რომელიც აუცილებლად დააყენებს მმართველი ელიტის მიერ თანამდებობების დატოვების საკითხს“, - აცხადებს „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის  ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვან გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება 14 ივლისს დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ? - სოსო გოგაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

👉 „ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში“ - თინა ხიდაშელი

👉 „არცერთი გამოძიება არ დასრულებულა შედეგიანად, გამოჰკითხავენ თანამშრომლებს და აქ დასრულდება ყველაფერი“ - დიტო საძაგლიშვილი

👉 „ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები“ - გიორგი თარგამაძე