მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი“ - სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას ეხმაურება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

მისი თქმით, ახლა უკრაინაში ის ხდება, რასაც რუსეთი საქართველოში 2008 წლის ომის დაწყებამდე აკეთებდა. 

„2008 წელს, 7 აგვისტოს სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთმა თბილისიდან თავისი დიპლომატიური პერსონალის თანამშრომლების ნაწილის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის დაბა ცხინვალის თითქმის მთელი მოსახლეობის ევაკუაცია და განახორციელა ისტორიაში ყველაზე დიდი კიბერშეტევა.

იგივე ხდება ახლა უკრაინასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს იმიტაცია ამ დროისთვის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის რეაქციის შესამოწმებლად, ან შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ.

ჯერჯერობით უკრაინის ხელმძღვანელობა ძალიან სწორად მოქმედებს და ამერიკელებმაც ჩემს ყველა მოლოდინს პოზიტიურად გადააჭარბეს. ბანდა, რომელმაც საქართველოში ძალაუფლება აიღო, სამარცხვინოდ იმალება და შეძლებისდაგვარად გაურბის უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, მაგრამ უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ სრულად უჭერს მხარს და ძალიან ღელავს მათზე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის საკონსულოს დიპლომატებს უკრაინის ტერიტორიის დატოვება დაევალათ