მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია, ის არის პირველი ყვავი“ - რომან გოცირიძე ლაშა ჩხიკვაძეზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. 

გოცირიძის თქმით, „ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა“.

„განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მას სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საქართველოს დათმობას არ ვაპირებთ და მოვუწოდებთ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ“ - პაატა მანჯგალაძე

👉 „დაინახეს, რომ 6 თვიდან ერთი თვე გავლიეთ ჩხუბში და აყალმაყალში“ - ჰერმან საბო ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

👉 „არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ“ - ლევან ბეჟაშვილი

👉 „ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე“ - გიორგი ვაშაძე