მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ე.წ. კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა უკიდურესად მიკერძოებულია“ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათი უმრავლესობის უდიდესი ნაწილი უკიდურესად მიკერძოებულია. 

მისივე თქმით, ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა, არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით. 

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას და მის მიმართ შექმნილი კონსილიუმის მიმართ. მის წევრთა  უმრავლესობა არიან პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული. ამას ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის საკუთარი, საჯარო განცხადებებით. 

აქედან გამომდინარე ბუნებრივია ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა, არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით.  ეს რომ არ გააკეთა, კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების“, - განაცხადა კობახიძემ. 

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.